
„დისტანციური მეურვეობის პროგრამა“
2019 წლის 1 მაისიდან „ზოოლოგიური ცენტრის“ მიერ ამოქმედდა „დისტანციური მეურვეობის პროგრამა“. პროგრამა ითვალისწინებს ცენტრში ბინადარი ცხოველების დისტანციურ პატრონობას, რაც ნიშნავს იმას, რომ მსურველი პირი ხდება კონკრეტული ცხოველის ოფიციალური „დისტანციური პატრონი“. მსურველს ეძლევა საშუალება შეარჩიოს მისთვის სასურველი ცხოველი ცენტრში და მეურვეობის პერიოდი. ამ შემთხვევაში ცხოველი აგრძელებს ბინადრობას ცენტრში, ხოლო პატრონი უზრუნველყოფს ყოველთვიურ შემოწირულობას (დისტანციური მეურვეობის გადასახადს) ორგანიზაციის მიერ დადგენილი ოდენობით.
პროგრამის ძირითადი მიზანია ცენტრში ბინადარი ცხოველების საარსებო პირობების უზრუნველყოფა, კონკრეტული პირის — „დისტანციური პატრონის“ მიერ ცხოველის დახმარება. მთავარი მიზანი კი არის ცენტრში ბინადარი გადაშენების საფრთხის პირას მყოფი „წითელი ნუსხით“ დაცული ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულება და მათი დახმარება.
ზოოლოგიურ ცენტრში მოთავსებული ცხოველების ყოველდღიური საკვები რაციონი შეადგენს: ერთი ზრდასრული დათვს ყოველდღიურად ესაჭიროება 5,6 კგ. საკვები, ხილ-ბოსტნეული და 1,2 კგ. ხორცი ან თევზი. მგელს ყოველდღიურად ესაჭიროება 3,4 კგ. ხორცი (ქათმის ან საქონლის), ხოლო მელიას 1 კილოგრამამდე ხორცი, ასევე ქათმისა ან საქონლის.
ზოოლოგიური ცენტრი მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე გახდნენ, ან მომავალში გახდებიან ცენტრის ცხოველების „დისტანციური მეურვეები“. შეარჩიეთ ცენტრში თქვენთვის სასურველი ცხოველი და გახდით „დისტანციური პატრონი“.
მურა დათვი

ზოოლოგიურ ცენტრში მოხვედრის მიზეზი:
ბალუ
დათვი სახელად ბალუ 2010 წელს ქალაქ ბორჯომში ბრაკონიერებმა მოუკლეს დედა და ბელი წამოიყვანეს გასაყიდად! ბელი იმდენად პატარა იყო, რომ მყიდველმა ვერ შეძლო მისი გამოზრდა და მოგვმართა ცენტრში. ჩვენ იმავე დღეს ჩავიბარეთ ბელი. რთული და ხანგრძლივი პერიოდი დაგვჭირდა მისი გადარჩენის და გამოზრდისთვის. ბელი დამოუკიდებლად ვერ ჭამდა და დაგვჭირდა რამდენიმე თვე საწოვარის გამოყენება. ამ პერიოდში კი დათვის ბელი ძალიან დამოკიდებული გახდა ადამიანების მიმართ და მისი რეაბილიტაცია ვერ შევძელით, ამიტომ აგრძელებს ცენტრში ცხოვრებას.

ზოოლოგიურ ცენტრში მოხვედრის მიზეზი:
თინა
დათვი სახელად თინა 8 წლის განმავლობაში რუსთავში ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში მაღალჩინოსანს ჰყავდა უკანონოდ დატყვევებული 15კვ.მ ვოლიერში. როგორც დაწესებულების თანამშრომლებმა გვიამბეს, დათვი ერთი თვის ასაკში მიუყვანიათ და მას შემდეგ იმყოფებოდა მცირე ზომის რკინა-ბეტონის ვოლიერში. რადგან დათვი ზრდასრულ ასაკში იმყოფებოდა, მისი რეაბილიტაცია და ველურ ბუნებაში დაბრუნება შეუძლებელი იყო, ამიტომ 2017 წელს დათვის გადმოსაყვანად თავშესაფარში გამოინახა ადგილი და მოეწყო შესაფერისი პირობები, სადაც ის დღემდე აგრძელებს ცხოვრებას სხვა დათვებთან ერთად.

ზოოლოგიურ ცენტრში მოხვედრის მიზეზი:
მერაბა
დათვი სახელად მერაბა 2 წლის მანძილზე ქალაქ ახალციხეში მდებარე რესტორანში ჰყავდათ დატყვევებული, რესტორნის სტუმრების გასართობად და მათი მოზიდვის მიზნით. დათვი მძიმე პირობებში იყო მოთავსებული და ამავდროულად კანის დაავადება ჰქონდა, ამიტომ 2016 წელს გადავწყვიტეთ გადმოგვეყვანა „დათვების თავშესაფარში“. დათვი საკმაოდ აგრესიული და შეშინებული იყო, როგორც რესტორნის თანამშრომლები ყვებოდნენ, ხშირად ნასვამი სტუმრები დათვს აწვალებდნენ. დათვი რთული და მძიმე ცხოვრების გამო ადამიანებს აღარ ენდობოდა. თავშესაფარში მაქსიმალურად შეუქმენით მშვიდი და თავისუფალი გარემო, ჩაუტარდა გამოკვლევები და სწორი მკურნალობის შედეგად გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე სრულიად ჯანმრთელი აგრძელებს თანაცხოვრებას სხვა დათვებთან ერთად.

ზოოლოგიურ ცენტრში მოხვედრის მიზეზი:
ბუბუ
დათვი სახელად ბუბუ 2 წლის განმავლობაში გარდაბნის რაიონში მდებარე ქარხნის ეზოში ჰყავდათ ძალიან მძიმე პირობებში. მცირე ზომის რკინა-ბეტონის ვოლიერში და საშინელ ანტისანიტარიაში მოთავსებული. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, დათვი შიმშილის და წყურვილის გამო გამუდმებით ბღაოდა. 2017 წელს სასწრაფოდ გადავწყვიტეთ გადმოგვეყვანა დათვების თავშესაფარში. მიუხედავად მისი 2 წლიანი ტანჯვისა, დათვი ძალიან თვინიერი და კონტაქტური აღმოჩნდა, მალევე დაუმეგობრდა ცენტრში დამხვედრ დათვებს და აგრძელებს მათთან ერთად ცხოვრებას.

ზოოლოგიურ ცენტრში მოხვედრის მიზეზი:
ვინი
დათვის ბელი სახელად ვინი, 2016 წელს 2 თვის ასაკში ბეთანიის მოსახლეობამ მოგვაბარა თავშესაფარში. გვიამბეს, რომ დათვის ბელი უპოვნიათ გზაზე, ტყის პირას უპატრონოდ მიტოვებული. ჩვენი ინფორმაციით, ბეთანიის ტყეში დათვი არ ბინადრობს და ფიზიკურად ბელი ტყიდან ვერ გამოვიდოდა. ჩვენი ვარაუდით ბელს დედა მოუკლეს და გასართობად წამოიყვანეს დროებით სახლში. დათვის ბელი 2 თვის ასაკში იმყოფებოდა და მისი გამოზრდა საწოვარით მოგვიწია, ბელის გამოზრდაში გვეხმარებოდა თავშესაფრის თანამშრომლის ძაღლი. დათვი დღემდე თავშესაფარში ცხოვრობს სხვა დათვებთან და მის გამზრდელ ძაღლთან ერთად.

ზოოლოგიურ ცენტრში მოხვედრის მიზეზი:
დავლიანე
დათვის ბელი დავლიანე 2015 წლის აპრილის თვეში მოგვაბარეს ზოოლოგიურ ცენტრში. ბელი 2 თვის ასაკში იმყოფებოდა, როგორც გვიამბეს, რაჭისა და ტყიბულის ტყის პირას უპოვნიათ. ბელი ტრავმირებული იყო, თავი ჰქონდა დაზიანებული. ცენტრში დათვის ბელს განსაკუთრებით ვპატრონობდით, ესაჭიროებოდა საათობრივი კვება საწოვარით და მკურნალობა დაზიანებული ადგილის. სამწუხაროდ მისი ველურ ბუნებაში გაშვება ვერ შევძელით სხვადასხვა მიზეზების გამო და ზოოლოგიურ ცენტრში აგრძელებს ცხოვრებას.

ზოოლოგიურ ცენტრში მოხვედრის მიზეზი:
დუჩე
დათვი დუჩინა, კახეთის რაიონში სოფელ წინანდალში ჰყავდათ მოსახლეობას ეზოში ჯაჭვით დაბმული, როგორც გვიამბეს, 3 კვირის ბელი ბრაკონიერებმა აჩუქეს. ბელი ძალიან შეშინებული და დასტრესილი იყო, რადგან ვერ ეგუებოდა დაბმას და შეუფერებელ პირობებს, ამიტომ საკვებს არ ჭამდა. რამდენიმე კვირიანი შიმშილის და სტრესის შემდეგ მოგვაბარეს თავშესაფარში. ბელი ძალიან გამხდარი იყო და ჰქონდა მწვავე კუჭნაწლავის ანთება. თავშესაფარში ბელი მოვათავსეთ მშვიდ ადგილას და სპეციალური საკვებით გამოვზარდეთ. დღეს ის თავშესაფარში თითქმის ყველა დათვზე ლამაზია და მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას სხვა დათვებთან ერთად.

ზოოლოგიურ ცენტრში მოხვედრის მიზეზი:
ბელა
დათვი ბელა 1 თვის ასაკში უპოვნიათ სამტრედიის რაიონში ტყის პირას და გასართობად წამოუყვანიათ სახლში. 3 წლის განმავლობაში ჯაჭვით ყავდათ დაბმული, სახლის სარდაფში. როგორც გვიამბეს, დედა დათვი მოკლეს და ბელი ვერ გაიმეტეს მოსაკლავად. 3 წლიანი რთული ცხოვრების შემდეგ მოგვმართეს ცენტრში, რომ დათვი ჩაგვებარებინა. 2019 წელს დათვი გადმოვიყვანეთ ზოოლოგიურ ცენტრში, ძალიან გამხდარი და აგრესიული იყო — მიუხედავად იმისა, რომ 3 წელი დაბმული იმყოფებოდა, დათვი ვერ შეეგუა ასეთ მძიმე პირობებს. ცენტრში დიდმა სივრცემ და ბევრმა გასართობმა დათვი დაამშვიდა, დაუმეგობრდა დათვებს და ადვილად შეეგუა ახალ ცხოვრებას.

ზოოლოგიურ ცენტრში მოხვედრის მიზეზი:
ლელა
დათვი ლელა, მასაც, როგორც სხვა დათვებს, მძიმე და ხანგრძლივი ცხოვრება ჰქონდა. დათვი ყაზბეგში მოსახლეობას ჰყავდა ეზოში დატყვევებული. მცირე ზომის ვოლიერში 9 წელი იმყოფებოდა, როგორც გვიამბეს, დათვს იყენებდნენ ტურისტების გასართობად და ამაში თანხას იღებდნენ. 2018 წელს დათვს გარდაეცვალა პატრონი, რომელმაც 9 წელი ტანჯვაში გაატარებინა. დათვი დარჩა სრულიად მარტო, მშიერი და საშინელ ანტისანიტარიაში. მოგვმართეს დათვის გადასარჩენად. რამდენიმე დღეში გადმოვიყვანეთ, მძიმე ცხოვრების გამო ძალიან აგრესიული და არაადეკვატური იყო. თავშესაფარში მშვიდმა გარემომ და სტაბილურმა კვების რაციონმა დათვი დაამშვიდა, შეეგუა ახალ საცხოვრებელ სივრცეს და დაუმეგობრდა დამხვედრ დათვებს.

ზოოლოგიურ ცენტრში მოხვედრის მიზეზი:
ნამცო
დათვის ბელი ნამცო 2019 წლის აპრილის თვეში მოგვაბარეს დასთან ერთად, რომელსაც ქვია თხაჯი. ბელები 2 თვის ასაკში იმყოფებოდნენ, როგორც გვიამბეს, ტყის პირას უპოვნიათ. სამწუხაროდ მათი ველურ ბუნებაში გაშვება ვერ შევძელით სხვადასხვა მიზეზების გამო და ზოოლოგიურ ცენტრში აგრძელებენ ცხოვრებას.

ზოოლოგიურ ცენტრში მოხვედრის მიზეზი:
თხაჯი
დათვის ბელი თხაჯი 2019 წლის აპრილის თვეში მოგვაბარეს ძმასთან ერთად, რომელსაც ქვია ნამცო. ბელები 2 თვის ასაკში იმყოფებოდნენ, როგორც გვიამბეს, ტყის პირას უპოვნიათ. სამწუხაროდ მათი ველურ ბუნებაში გაშვება ვერ შევძელით სხვადასხვა მიზეზების გამო და ზოოლოგიურ ცენტრში აგრძელებენ ცხოვრებას.

ზოოლოგიურ ცენტრში მოხვედრის მიზეზი:
ჩარლი
დათვის ბელი ჩარლი 2020 წლის თებერვლის თვეში მოგვაბარეს ზოოლოგიურ ცენტრში. ბელი 1 თვის ასაკში იმყოფებოდა, როგორც გვიამბეს, ტყის პირას უპოვნიათ. სამწუხაროდ მისი ველურ ბუნებაში გაშვება ვერ შევძელით სხვადასხვა მიზეზების გამო და ზოოლოგიურ ცენტრში აგრძელებს ცხოვრებას.

ზოოლოგიურ ცენტრში მოხვედრის მიზეზი:
ნათანი
დათვის ბელი ნათანი 2023 წლის აპრილის თვეში მოგვაბარეს ზოოლოგიურ ცენტრში. ბელი 2 თვის ასაკში იმყოფებოდა, როგორც გვიამბეს, რაჭაში ტყის პირას უპოვნიათ. ბელი ტრავმირებული იყო. ცენტრში დათვის ბელს განსაკუთრებით ვპატრონობდით, ესაჭიროებოდა საათობრივი კვება საწოვარით. სამწუხაროდ მისი ველურ ბუნებაში გაშვება ვერ შევძელით სხვადასხვა მიზეზების გამო და ზოოლოგიურ ცენტრში აგრძელებს ცხოვრებას.

ზოოლოგიურ ცენტრში მოხვედრის მიზეზი:
ჯაზი
დათვი სახელად ჯაზი, ზუგდიდის რაიონში ჰყავდათ მოსახლეობას ეზოში მცირე ზომის ვოლიერში. როგორც გვიამბეს, 2 კვირის ბელი ბრაკონიერებმა აჩუქეს და მას შემდეგ 3 წელი ჰყავდათ ეზოში მოწყობილ ვოლიერში. დათვისთვის გამოვნახეთ ადგილი ზოოლოგიურ ცენტრში და მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას სხვა დათვებთან ერთად.

ზოოლოგიურ ცენტრში მოხვედრის მიზეზი:
მიშიკო
დათვი სახელად მიშიკო, გურიის რაიონში მოსახლეობამ ტყის პირას იპოვა დაობლებული ან დაკარგული 2-3 თვის ასაკში. რამდენიმე დღე ჰყავდათ სახლში, შემდეგ გადმოგვცეს შენახვა-განთავსებისა და გამოზრდის მიზნით ზოოლოგიურ ცენტრში.

ზოოლოგიურ ცენტრში მოხვედრის მიზეზი:
გრეკო
დათვი სახელად გრეკო, 2021 წლის იანვრის თვეში დაიბადა ზოოლოგიურ ცენტრში, ძმასთან ერთად სახელად ოსკარი, რომლებიც გაუჩნდა ჩვენს ხანში შესულ დათვს ლელას. ზოოლოგიურ ცენტრში არ იყო დაგეგმილი დათვების გამრავლება, თუმცა მოხდა ერთჯერადი გამრავლება და მას შემდეგ გრეკო და ოსკარი აგრძელებენ ცხოვრებას დედასთან ერთად ზოოლოგიურ ცენტრში.

ზოოლოგიურ ცენტრში მოხვედრის მიზეზი:
ოსკარი
დათვი სახელად ოსკარი, 2021 წლის იანვრის თვეში დაიბადა ზოოლოგიურ ცენტრში, ძმასთან ერთად სახელად გრეკო, რომლებიც გაუჩნდა ჩვენს ხანში შესულ დათვს ლელას. ზოოლოგიურ ცენტრში არ იყო დაგეგმილი დათვების გამრავლება, თუმცა მოხდა ერთჯერადი გამრავლება და მას შემდეგ გრეკო და ოსკარი აგრძელებენ ცხოვრებას დედასთან ერთად ზოოლოგიურ ცენტრში.
მგლები და მელიები

ზოოლოგიურ ცენტრში მოხვედრის მიზეზი:
კოვიდი
მგელი სახელად კოვიდი, 2017 წელს მოგვაბარეს ზოოლოგიურ ცენტრში შენახვა-განთავსების მიზნით. 2016 წელს ბრაკონიერობის გზით მგლის ლეკვი წამოუყვანიათ სახლში ბრაკონიერებს და ეზოში ჰყავდათ დაბმული ჯაჭვით. 2017 წლის გაზაფხულზე მოხდა მგელი ჩამოართვეს და ზოოლოგიურ ცენტრს მოაბარეს ზოოლოგიურ ცენტრში.

ზოოლოგიურ ცენტრში მოხვედრის მიზეზი:
ალფა
მგელი სახელად ალფა, 2017 წელს მოგვაბარეს ზოოლოგიურ ცენტრში შენახვა-განთავსების მიზნით, თბილისის ზოოპარკმა. ძუ მგლის მობარების მთავარი მიზანი იყო ის, რომ ჩვენს ცენტრში გვყავდა რამდენიმე თვის წინ მიღებული ხვადი მგელი კოვიდი, რომელიც იყო მარტო. რადგან მგლები სოციალური ცხოველები არიან, ძუ მგელიც მივიღეთ და მას შემდეგ ცხოვრობენ ერთად.

ზოოლოგიურ ცენტრში მოხვედრის მიზეზი:
სქაი და მაქსი
რუხი მგლები სახელად სქაი და მაქსი 2023 წელს მოგვაბარა გარემოს დაცვის სამინისტრომ შენახვა-განთავსების მიზნით. მგლები ჩამოართვეს მოსახლეობას, რომლებიც ჰყავდათ ადრეული ასაკიდან მცირე ზომის ვოლიერში მოთავსებულები.

ზოოლოგიურ ცენტრში მოხვედრის მიზეზი:
ცენტრში დაბადებულები
ზოოლოგიურ ცენტრში მობარებული მგლის კოვიდისა და ალფას შვილები, რომლებიც დაიბადნენ ცენტრში და გამოიზარდნენ ნახევრად ველურები. ცხოვრობენ ერთ ვოლიერში, ერთ ხროვად. ამ ეტაპზე ჩატარებული აქვს ყველა მგელს სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაცია და ვეღარ შეძლებენ გამრავლებას.

ზოოლოგიურ ცენტრში მოხვედრის მიზეზი:
როკი
ზოოლოგიურ ცენტრში მოგვაბარა გარემოს დაცვის სამინისტრომ შენახვა-განთავსების მიზნით 2022 წელს. მელია როკი ბრაკონიერობის შედეგად აღმოჩნდა ადამიანებთან ტყვეობაში, 2 წელი იცხოვრა შეუფერებელ პირობებში, თუმცა ახლა აგრძელებს ცხოვრებას ზოოლოგიურ ცენტრში სხვა მელიებთან ერთად.

ზოოლოგიურ ცენტრში მოხვედრის მიზეზი:
ქეთო და კოტე
მელიები ქეთო და კოტე 2024 წლის გაზაფხულზე მოგვაბარეს უცხოელმა ტურისტებმა. გზის პირას უპოვნიათ, სავარაუდოდ დაკარგულები იყვნენ, ერთ უკანა კიდური ჰქონდა დაზიანებული ძაღლებისაგან. მელიების მობარების დღიდან აღმოუჩინეთ ვეტერინარული დახმარება და მალევე გამოჯანმრთელდნენ, სტრესიც მოეხსნათ და მას შემდეგ ცხოვრობენ მხიარულად ზოოლოგიურ ცენტრში.